ლალი მოროშკინა: ეს სიცხემ იცის თუ ჰიბრიდულმა ომმა?!

ლალი მოროშკინა: ეს სიცხემ იცის თუ ჰიბრიდულმა ომმა?!

ლალი მოროშკინა (სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე): 

მე, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულს, რუსული სისხლის მხოლოდ 25%-ის მატარებელს,ვაჩნაძეების და ყარყარაშვილების შთამომავალს, აგვისტოს დღეებში გვარის გამო გარკვეული დისკომფორტი მაქვს, მინდა მოვეფერო ჩემს ძაძებში შემოსილ შვილმკვდარ დებს, ვცდილობ, არავინ გავაღიზიანო ჩემი რუსული 25%-ით, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს და რომელიც მთელი არსით ეწინააღმდეგება ოკუპაციას, თქვენ რაღა მოგივიდათ?!
სიცხემ იცის თუ ჰიბრიდულმა ომმა?!