რისხუა - ესე არს ვნება ურიდი და ურცხვინო

რისხუა - ესე არს ვნება ურიდი და ურცხვინო

როგორც "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი" გვეუბნება, სიტყვა "რისხვა" არის ვნება, ურიდი და ურცხვინო. ესე იგი, პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის საქციელი მოურიდებელი, ვნებიანი და სამარცხვინო.

ახლა შეხედეთ ამ ფოტოს, სადაც დაფიქსირებულია პარლამენტარ ("ნაციონალებიდან") სალომე სამადაშვილის რისხვა პოლიციელის თავზე. მართალია, პოლიციელს ერთ ადგილას ჰკიდია, სადამდე გაიჭაჭება ქალბატონი სალომე, ის თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, მაგრამ მაინც ხომ არ არის სასიამოვნოდ საყურებელი?!

პრინციპში, ვერაფერს ვიზამთ, "ნაციონალი" გინდა ღობის იქით დააბი, გინდა - ღობის აქეთ, მისი სახე ასეთია - გაბოროტებული, გაავებული, განრისხებული, გაწუპაკებული და ასე შემდეგ. დავანებოთ თავი "ნაციონალობას", ქალი რომ ასე გაიხევა შუაზე, ის უკვე დასამარებულია!

მიზეზი? სრულიად მარტივია: თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, წყალსა და მეწყერსაც წაუღია ქვეყანა. თუ ჩვენ არ გვექნება ძალაუფლება, დავშლით, დავანაწევრებთ და გავათახსირებთ ქვეყანას!

სხვათა შორის, აშკარად ეტყობა, რომ ეს არის "ნაციონალების" გადაშენების ბოლო სტადია. თუ არ მოვაქციეთ ესენი იზოლაციაში, საკმაოდ საშიშნი ხდებიან საზოგადოებისთვის!

თორნიკე ზედელაშვილი