ეჰ, სანდრა, სანდრა, სორე მიოწკანტრა...

ეჰ, სანდრა, სანდრა, სორე მიოწკანტრა...

ხომ ვიცოდით, რომ სააკაშვილისთვის სამშობლო და მეგობრობა არაფერს წარმოადგენდა, ეს სულიერად უთვისტომო და ცვედანი არსება, უმეგობრო ტიპაჟი გახლდათ. პრეზიდენტობის დროს ყველა მინისტრსა თუ თანამებრძოლს უდიერად მოიხსენიედა და უღირსად ეპყრობოდა. სიყმაწვილეში "ჩმორმა" და "შპიონმა", ჩაიგდო თუ არა ხელში ძალაუფლება, შურისძიებით შებყრობილმა, - უმალ ძლიერებაზე, ვაჟკაცობასა და ღირსებაზე გაილაშქრა!.. მისი ავხორცობისა ეშინოდათ, მის უზნეობას გაურბოდნენ. ყველა, ვინც ამ დამთხვეულის გარშემო ტრიალებდა და ასე თუ ისე, შესახედავი, თვალშისაცემი მეუღლე და შვილები ჰყავდა, ფრთხილობდა. 
ოჯახის წევრებს უმალავდნენ ამ ჩუტყვავილა კაცს. ამ არამზადობის სიმბოლოს.
იმის შიშით, რომ გავლენებს დაჰკარგავდა პარტიასა და ქვეყანაში, ფეხებზე დაიკიდა სანდრაზე ბევრად მომგებიანი ნიკანორ მელია და ოდესღაც მისი თანამეცხედრე წამოაყენებინა ზუგდიდში მერობის კანდიდატად. არადა, ხომ "გაასხა" ერთხელ ამ "მოელარჯე" ქალმა და სრული გაფარჩაკების შიშით, შუა გზაზე მიატოვა ბრძოლა "ოცნების" კანდიდატთან?!
ამ გაფოჩებულ ქალს იმისა სჯერა, რომ თავისი ორი კაკალი მეგრულითა და ერთსტროფიანი "დიდოვ ნანათი", გავა ფონს! მასე რომ იყოს, "ჩვენო ნოსაყოფილო", ქიონია ფარფალიასთანა მეგრული, ჩონგური და ხმა-მეგრული მეორე არ მოიძებნება დუნიაზე და ავირჩიოთ მაშინ თვალჟუჟუნა ქიონია მერად!
ეჰ, სანდრა, სანდრა, ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია მეგრელებს, შენ კიდევ შენი გიჟი ქმარყოფილი და მოდი ნუ შევაწუხებთ ერთურთს!..
სანდრა "ძვირფასო", სათაურად გამოტანილ მეგრულს ვერ გაიგებდი და მოდი გითარგმნი: ეჰ, სანდრა, სანდრა, დად მიკუსკუსებ - მეთქი!- ხომ გაგიგია, უკან ზღვა და წინ მეწყერიო, ჰოდა, ასეთ უგზოობით გამოუვალ სიტუაციაში, ერთი გამოსავალი არსებობს მაინც : აფრინდე და გაფრინდე იმ შენს ქვეყანაში და ერთხელ და სამუდამოდ დაეთხოვო მიშას სიგიჟეებს, დაისვენო შენც და დაგვასვენო ჩვენც. დავიღალეთ, ადამიანო, ამდენი ძაგებითა და გინებით, კი არ გვიხარია და მოგვწონს, მაგრამ სხვა ენასა და საუბარს , ისეთი უჯიშოები ხართ, კაცი ვერ გაგაგებინეთ თქვენ და... 
ახლა ხელახლა ავიპილპილოთ უნდა მეტყველების ორგანო და ცოდვა ხარ, ვიცი, აგენტობისა გამო პოლიტიკურად ვერ ეყრები იმ შენს გამოარაფრებულ ყიყლიყოს, მაგრამ ჩვენც შეგვიბრალე, შე ქალო, არ გვინდა მიწასთან გაგასწოროთ მთლად, ქალი ხარ მაინც, და ნუ ჩაგვაყენებ გამოუვალ მდგომარეობაში... თორემ, გაბითურებულსა და გასაცოდავებულს, შეგახსენებს მერე ვიღაცა იქნება ქართულ ანდაზას: "რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!"..
აბა ჰე, დაფიქრდი!..

ლაშა გვასალია