სოსო მანჯავიძე: იმაზე ვფიქრობ, ვაითუ აზერბაიჯანის საზღვარზეც მოინდომონ გმირული ჩახდა

სოსო მანჯავიძე: იმაზე ვფიქრობ, ვაითუ აზერბაიჯანის საზღვარზეც მოინდომონ გმირული ჩახდა

სოსო მანჯავიძე (თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი):

ნიკა გვარამია გიორგი გახარიას მოტ...ით და მისი სისხლის დალევით ემუქრება.
"იმედზე" საზეიმოდ ამცნეს ქვეყანას,რომ საკუთარი დედის შემჭმელ კანიბალთან ექნებათ "ექსკლუზივი". 
ნაცების საიტებზე ქაცარავას სურათი ვნახე წარწერით -"კაცი, რომელმაც შეაჩერა რუსული ოკუპაცია".
სულ იმაზე ვფიქრობ, ვაითუ აზერბაიჯანის საზღვარზეც მოინდომონ ისეთივე გმირული ჩახდა, რითაც რუსები ასე დააშინეს.
სხვა მენტალობა აქვთ აზერბაიჯანლებს მაინც, სხვანაირად გაიგებენ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
მთავრობა ჯიუტად უარყოფს გეოგრაფიას და აცხადებს, რომ საქართველო, მართალია, კავკასიაშია, მაგრამ მაინც ევროპაა.
მერე რა, რომ ევროპელები ასე არ თვლიან.
ამასობაში მილიარდნახევარ მუსლიმს ვამცნეთ, რომ ეშმაკის დამღა აზით და ჩვენ ეს არ გვავიწყდება.
ყველაფერ ამის ფონზე მართლმადიდებლური კარატე ქართული ცეკვის ელემენტებით ყველაზე ლოგიკურად და ორგანულად გამოიყურება.
"ბატონო ავლიპი, ბატონო ავლიპი, ეშმაკები მესევიან, ეშმაკები"-იქნევს ხელებს პაციენტი ავლიპის მიმართულებით.
"მერე მე რას მაყრი!"- ჩხუბით "უბრუნებს" ავლიპი პაციენტს ეშმაკებს.
ასე ჩვენი საქმე.