ლუკა კურტანიძე: კი, ბატონო, ვაპატიოთ, მაგრამ მაინც მეფიქრება, ჩვენთვის არაფერი მოსულა!

ლუკა კურტანიძე: კი, ბატონო, ვაპატიოთ, მაგრამ მაინც მეფიქრება, ჩვენთვის არაფერი მოსულა!

ლუკა კურტანიძე (მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში, ყოფილი პარლამენტარი):

ღმერთმა იცის, ციხეში არავისი ყოფნა და დასჯა არ მინდა... მაგრამ ეს ხალხი - კირკიტაძები, სააკაშვილები, უგულავები და მსგავსნი მიწაზე რომ გვასწორებდნენ "მატურებით"... რომ გვჩეხავდნენ ყველას განურჩევლად და დღეს კიდევ, როცა საშალება ეძლევათ, წიხლსაც გვთავაზობენ, რომ არაფერი ვთქვათ გაუგონარ ლანძღვა-გინებაზე და ყოველდღიურ ცილისწამებაზე, ამათვის ყველაფერი მოსულა?!
ჩვენ სიცოცხლეში ჯოჯოხეთი გამოგვატარ ამ ხალხმა და ჩვენი ღირსება ვინ?როდის? როგორ უნდა დავიცვათ?!

მეგობრებო, დაიჯერეთ, რომ ამ მგლის ხროვას, როცა საშალება მიეცემა... აი, კირკიტაძე წიხლებს არ დაგვამადლის, სააკაშვილი კი სიკვდილს, ციხეს და ასე შემდეგ. კი, ბატონო, მოვითმინოთ... ვაპატიოთ... მიუტევოთ, მაგრამ მაინც მეფიქრება ერთი მთავარი... ჩვენთვის არაფერი მოსულა! ეს კარგად ვიცი!!!