ლია კრიალაშვილი: ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ნუ გამოგვიყვანს ქუჩაში

 ლია კრიალაშვილი: ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ნუ გამოგვიყვანს ქუჩაში

,,7 წელი ჩვენ ველოდებით სამართლის აღდგენას", - ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში, 2009 წლის 20 მაისს ტრაგიკულად დაღუპული გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა განაცხადა:

"ჩემი ძმა სახელმწიფო გადატრიალებისთვის , ამ ბრალდებით დაცხრილეს ქუჩაში ისე, რომ საბრალდებო დასკვნა არ ყოფილა, განაჩენი სასამართლოს არ გამოუტანია. მოუნდა მიშას, თქვა, რომ მიწიდან უნდა ამოიღოს, მერაბიშვილს მოუნდა ორი გვამი და ასე გაიმეტეს პატრიოტი კაცი. მე არ ვიტყვი ჩემს ძმაზე არაფერს, ყველამ კარგად იცის, ვინ იყო და რა პიროვნება იყო. ცოტა ჩვენზეც იფიქრეთ, ამ გაუბედურებულ ხალხზე, ვინც სამართლიანობის აღდგენას ველოდებით 7 წელი და ამათმა კოჰაბიტაციამ დაგვღალა. კიდევ ვაფრთხილებ ხელისუფლებას, ნუ გამოგვიყვანს ქუჩაში, ვისაც არ გვინდა ერთი მუჭა "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება, თორემ ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოყვეს და მართლა არავის უნდა  სამოქალაქო ომი და დაპირისპირება“, - განაცხადა ლია კრიალაშვილმა.