ვახტანგ გომელაური ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურს შეხვდა

ვახტანგ გომელაური ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურთან, ვიცე-ადმირალ კოლინ კილრეინთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჰიბრიდულ საფრთხეებზე და მათთან გამკლავების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე.