ვახტანგ მაისაია: მთელ ბალკანეთს გავაგებინე, ვინ არის ვაშაძე!

ვახტანგ მაისაია: მთელ ბალკანეთს გავაგებინე, ვინ არის ვაშაძე!

ვახტანგ მაისაია (პოლიტოლოგი, პროფესორი):

30 ოქტომბერს ბულგარეთის ქალაქ ველიკო ტერნოვოში, შედგა საერთაშორისო პრეს-კონფერენცია, რომელიც მოაწყო ბულგარეთის სატელეგრაფო სააგენტომ (БТА). მას უძვებოდნენ ბულგარეთის ცნობილი პოლიტიკური ექპსპერტები - მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტოლოგი, პროფესორი ტოდორ გალუნოვი. მისი თემა იყო: "ევროინტეგრაცია და მისი მომავალი". საერთაშორისო პრესკონფერენციას ეწრებოდნენ ბალკანეთის ქყეყნების ყველა წამყვანი საინფორმაციო და მედია საშუალებების წარმომადგენლები: ბულგარეთი, მაკედონია, ხორვატია, რუმინეთი, თურქეთი, სერბეთი და ბოსნია-ჰერცოგოვინა, ასევე უკრაინა. მას მეც ვესწრებოდი, როგორც ქართველი პოლიტოლოგი და ბალკანეთის საკითხებში საერთაშორისო დონის ექპსერტი. ამ პრეს-კონფერენციაზე საუბარი შეეხო საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც მე, როგორც ქართველმა პოლიტოლოგმა, გავაკეთე მოკლე ანალიზი, რა მოხდა ამ არჩევნებზე. ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში მიდის ბრძოლა ორ გეოპოლიტიკურ ძალას შორის: ევრაზიულ და ევროცენტრისტულს შორის. აღვნიშნე, რომ რუსი მოქალაქე, ევრაზიული პოლიტიკურ კულტურა, რუსი ლინგვისტური ენის პატრონი და რუსი პოლიტექტნოლოგია უპირისპირდება საფრანგეთის მოქალაქეს, ევროკავშირის პოლიტტექნოლოგებს და ევროპული პოლიტიკურ კულტურას . ამავე დროს, ევროკავშირის წამყვანი ექპსპერტების მიერ ითქვა, რომ სანამ არ მოხდება დასავლეთ ბალკანეთის სრული ინტეგრაცია ევროგაერთიანებაში, მანამ არ განხორციელდება ამ ორგანიზაციის გაფართოების პოლიტიკა.