ვახტანგ გომელაური: ვგეგმავთ ერთიანი მომსახურების ცენტრების გახსნას რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში

ვახტანგ გომელაური: ვგეგმავთ ერთიანი მომსახურების ცენტრების გახსნას რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში

შს მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის თქმით, ერთიანი მომსახურების ცენტრის გახსნა რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში იგეგმება.
მისივე განცხადებით, სისტემური განახლების ფარგლებში საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი მიმდინარეობს.
“სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობას და გამჭვირვალობას, ასევე ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებას, საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და დანაყოფის სტრუქტურულ ოპტიმიზაციას.
შეიქმნა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი თბილისში, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში 50-მდე საპოლიციო მომსახურებას აწვდის მომხმარებელს. ამასთანავე, ვგეგმავთ, ერთიანი მომსახურების ცენტრების გახსნას რუსთავში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ყველა პატრულ ინსპექტორი აღიჭურვა ახალი სამხრე კამერებით. დაინერგა და შეიქმნა ქვეით პატრულ ინსპექტორთა კორპუსი”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.