ვეტერანები რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობისას 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ

ვეტერანები რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობისას 50%-იანი შეღავათით ისარგებლებენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სს „საქართველოს რკინიგზის“ ერთობლივი ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის N44 განკარგულებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარები აღნიშნული შეღავათით სარგებლობას შეძლებენ სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის სს „საქართველოს რკინიგზას“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციას ზემოაღნიშნული ინიციატივის განხორციელებისათვის.