ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველო კორუფციასთან ბრძოლის სამაგალითო სახელმწიფოა

ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველო კორუფციასთან ბრძოლის სამაგალითო სახელმწიფოა

საქართველო კორუფციისთან ბრძოლის და კონტროლის მიხედვით სამაგალითო სახელმწიფოა. ვულოცავ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, მთელ საზოგადოებას,- ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით,  შემაჯამებელი შეფასების 100 პროცენტიანი სკალიდან საქართველომ 93 პროცენტი მიიღო, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა.

,,საქართველო კორუფციისთან ბრძოლის და კონტროლის მიხედვით სამაგალითო სახელმწიფოა. ვულოცავ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, მთელ საზოგადოებას. კორუფციის კონტროლის შეფასებისას მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღსანიშნავია, ორგანიზაცია Transparency International (TI – საერთაშორისო გამჭვირვალობა) სპეციალური გამოკვლევა. კვლევა, რომელიც „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მეთოდოლოგიით გადამუშავდა, საშუალებას იძლევა სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდეს სახელისუფლებო კორუფციის კონტროლის დონე მთელს მსოფლიოში, სამივე მიმართულებით – საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება/საჯარო მოხელეები და სასამართლო. შემაჯამებელი შეფასების 100 პროცენტიანი სკალიდან საქართველომ 93 პროცენტი მიიღო, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა. საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია. მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული: გერმანია, ესტონეთი, ავსტრალია, ჰონგ კონგი, საქართველო. მიუხედავათ ასე მნიშვნელოვანი წარმატებისა და აღიარებისა, ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია გაგრძელდეს რეფორმები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და მედიის აქტიურობა, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი კორუფციის დონე ქვეყანაში”,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე