დავით ფაცაცია: ვუსმენდი ხაზარაძეს და გამახსენდა ანზორ ქოქოლაძე

დავით ფაცაცია: ვუსმენდი ხაზარაძეს და გამახსენდა ანზორ ქოქოლაძე

დავით ფაცაცია (პარტია "ერთიანი საქართველოსთვისწევრი): 

"ვუსმენდი ხაზარაძის გამოსვლას და ძირითად შინაარსად ქართველობა, ადამიანობა, ძველის დავიწყება და ქვეყნის სიყვარული მესმოდა... სამწუხაროდ, პირველ რიგში მახსენდება სერიოზული კომპანიის, ანზორ ქოქოლაძის მიერ მართლა შვილივით შექმნილი "ელიტ ელექტრონიქსის" მიტაცება, პატიმრობა და სააკაშვილის "კარგი პრეზიდენტობა" "თიბისი"-სთვის...
- მახოვს ანაკლიის პორტის პროექტის ფინალში ორი კომპანია იყო გასული, ბოლოს გაიმარჯვა იმან, ვინც წარადგინა ყველაზე დიდი საინვესტიციო პაკეტი. ამ დროს წლები გადის და ანაკლიაში დაიხარჯა მხოლოდ სახელმწიფოს ასეულობით მილიონი და პრაქტიკულად სხვა არაფერი, საინვესტიციო პაკეტის პირველი ეტაპის (თუ არ ვცდები, 600 მლნ) პორტფელიც კი ვერ დაიხურა, მაშინ, როცა ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავადაც დღეს სახელმწიფოც კი უდგება გარანტად პროექტის ინვესტორებს...

- ეს რა გამოდის, ის მეორე ფინალისტი კომპანია გავარდა იმიტომ, რომ ხაზარაძის კომპანიამ მოგონილი ინვესტიციების საპნის ბუშტი წარადგინა და შერჩა?.. და ახლა მდევნიან, ბიზნეს მართმევენ, პოლიტიკა, გახარია, ჩვენი სესხი ჩამოვწერეთ, "თიბისი", ქვეყანა არ უყვართ, ხალხი, ხალხზე ვალის ჩამოწერა არ გვინდოდა, გვაიძულეს, ხალხი დაგვეხმარება და კიდევ რას დაუჯეროთ?.. ალბათ ხაზარაძე ზრუნავს ხალხზე"?