სამი ზვიადი და ერთი გრიგოლი

სამი ზვიადი და ერთი გრიგოლი

გრიგოლ ვაშაძის "შტაბკვარტირამ" ახალი სტრატეგია შეიმუშავა - ამხანაგ გრიგოლს პრეზიდენტობის კიდევ სამი კანდიდატი წაუმატეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებულ ოპოზიციაში – „ძალა ერთობაშიაშემავალი ხუთი კვალიფიციური სუბიექტიდან სამმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი წარუდგინა.

ახალი საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი ზვიად ბაღდავაძეა, პარტია ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი ზვიად იაშვილი, ხოლო ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ზვიად მეხატიშვილი.

"შტაბკვარტირაში" განმარტავენ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი კვალიფიციური სუბიექტებს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატები ტექნიკურად ეყოლებათ, რაც მათი საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია და საშუალებას მისცემთ, მეტი წარმომადგენელი ყავდე საარჩევნო უბნებზე, ისარგებლონ მეტი სარეკლამო დროით და სხვა საკითხებით.

რედაქტორის მინაწერი: რომ იცოდეთ, ამ საქმეში ყველაზე დიდი ინტრიგა ისაა, რომ ერთდროულად სამი ზვიადი წარადგინეს. ესეც სტრატეგიაა - აბა, წარმოიდგინეთ (ამათი დავთრების მიხედვით), სამი ზვიადი რომ ერთი გრიგოლის სასარგებლოდ მოხსნის უცებ კანდიდატურას, ხომ იქნება საქართველოში პოლიტიკური ჭექა-ქუხილი? არა, ამათ ჰგონიათ ასე, თორემ არაფერი რომ არ იქნება და ვერავინ ვერაფერს გაიგებს, ეს უკვე ცხადია. სამი კი არა, ათი ზვიადი რომ დაიმატოს ამხანაგმა ვაშაძემ, მაინც ეგ არი, რაც არი - ანუ არაფერი.