ზურაბ ჯაფარიძეს დედალი სირაქლემას ნაცვლად ვთავაზობთ დედალ ვირს

ზურაბ ჯაფარიძეს დედალი სირაქლემას ნაცვლად ვთავაზობთ დედალ ვირს

გირჩისპრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ზოოპარკის ადმინისტრაციას მიმართავს, 13 ივლისს რამდენიმე საათით დედალი სირაქლემა მათხოვეთ, საქალაქო სასამართლოში უნდა მივიდეო. მისით ქმით, სირაქლემა ნათლად გამოხატავს სასამართლოს პოზიციას, სადაც, მისი შეფასებით, რეალობას ვერ ხედავენ:

გირჩიმიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო, საერთო სასამართლოების სისტემა მთლიანად გადაქცეულია ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემად. გთხოვთ, 13 ივლისს ნახევარი დღით გვათხოვოთ ერთი დედალი სირაქლემა, რომლის ტრანსპორტირებასაც ვუზრუნველყოფთ ჩვენ“, – წერია წერილში, რომელსაცგირჩისთავმჯდომარე იაგო ხვიჩია აწერს ხელს.

ჯერჯერობით უცნობია, ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში სირაქლემაზე გადამჯდარი უნდა მივიდეს თუ უბრალოდ ხელგადახვეული. ჯერჯერობით ისიც უცნობია, ათხოვებს თუ არა ზოოპარკის ადმინისტრაცია ჯაფარიძეს სირაქლემას. ყოველ შემთხვევაში, თუ უარი იქნება, ჩვენ მას ვთავაზობთ დედალი სირაქლემას შემცვლელს - დედალ ვირს. მართალია, ვირი სირაქლემასავით ქვიშაში თავს ვერ წაყოფს, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად ჯიუტია, რამდენი ჯარიმაც არ უნდა გამოუწერონ, არა და ვერ იხდის.

შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძე 12 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დააკავეს. შსსგირჩისლიდერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- მუხლით ედავება, რაც პოლიციელების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პატივისცემით, "სახედართა და ჩუტრუკთა უფლებების დამცველთა ასოციაცია"