თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრად - ვახტანგ გომელაური

თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრად - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი, ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ამასთან, მისი განცხადებით, უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია.

რამდენიმე წუთის წინ “ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ თავად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება დილიდან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე შეთანხმდა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.