ხათუნა ხოფერია: თვალებში მინდა ჩავხედო მიშას... ოღონდ, ფხიზელს!

ხათუნა ხოფერია: თვალებში მინდა ჩავხედო მიშას... ოღონდ, ფხიზელს!

ხათუნა ხოფერია (ყოფილი პარლამენტარი):

თვალებში მინდა ჩავხედო მიშას... (ოღონდ, ფხიზელს...)
ბევრი არაფერი, უბრალოდ, მინდა რაღაცები დავაზუსტო... (თუ კიდევ ადეკვატურია...)
აი, მაგალითად:
- კარგია, ჯიგარო, როცა შენი გაზრდილი, გამოკვებილი, სანაგვედან  სავარძლებში ჩაბრძანებული "შნირები" გღალატობენ?
-
სინდისი (თუ გაქვს) არ გაწუხებს, სიფათში რომ გაფურთხებენ?
-
გული (თუ გაქვს) არ გტკივა, "კაზიოლად" რომ გაქციეს?
-
ხვდები, რა დიპლიპიტო იყავი იმ მომენტში, როცა ზურას ბრძოლა დაუწყე?
-
გახსოვს, ზურამ რა გითხრა? "გამოფრთხილდი, მიშა, რამე არ დამემართოს, თორემ დაიღუპებიო ( სიკვდილამდე 10 დღით ადრე გითხრა, მის სანახავად რომ მიხვედით შენ და სანდრა).
- ახლა მაინც თუ შეაფასე სათანადოდ ჟვანიას სიძლიერე?
ალბათ, ვერა...
მაშინ გეტყვი!
არავის გაუბედავს ცოცხალი ზურასთვის ღალატი! შენი ჩათვლით, უკანა თათებზე შემდგარი ელაქუცებოდით ყველანი. არავის გაუბედავს, ცოცხალი ზურასთვის, ისეთ ტონში ლაპარაკი, როგორაც აი ეს, ხელის ბიჭი, მერიის ქურდბაცაცა, შენი ბრძანებით ცოლის გამშვებ-შემრთველი (გიგი უგულავა, - რედ.) გელაპარაკება.
მიხვდი, რა თანაფარდობაა შენსა ზურას შორის?
მკვდარი ჟვანია = ცოცხალ-მკდარ სააკაშვილს!
ისე, რა გეგონა? სათითაოდ რომ დაამუშავე ზურას ლეკვები, მკვდარს მიუსიე, გვერდით დაიყენე, თანამდებობები ჩამოურიგე... ოღონდ, მკვდრისთვის შეესხათ ტალახი... ოღონდ, ზურას საფლავზე დაეცხოთ გუნდრუკი შენთან ერთად...
ასეა, მიშა, ასე! ცხოვრება მურტალია! ცოდვა -მადლი სანთელ- საკმეველით დადის! შენისთანა ლეშს შიგნიდან ჭამენ მატლები! 
სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა!
როცა დაფიქრდები (ფხიზელ გონებაზე), შენს გარშემო გადათვალე ის ხალხი, ვინც თავის მეგობარს, მოამაგეს, მოკეთეს - მკვდარ ზურაბ ჟვანიას უღალატა და ახლა, ცოცხალ-მკვდარს გღალატობს შენ!
ბრძოლა გადარჩენისთვის გარეული ხცოველებისთვის ბუნებრივია, მაგრამ ისინიც კი იცავენ გარკვეულ წესებს! ჯოგურს, პოპულაციურს და ....
ჰო და, აი, ეს "." მაინც დაიცავით, საცოდავებო!