მანანა თოქმაჯიშვილი: ინფორმაცია, თითქოს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობა იგეგმება, არის ტყუილი

მანანა თოქმაჯიშვილი: ინფორმაცია, თითქოს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობა იგეგმება, არის ტყუილი

მანანა თოქმაჯიშვილი (თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი):

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოტანიკური ბაღის კუთვნილ 14 000 კვ/მეტრზე მშენებლობა იგეგმება, არის სრული ტყუილი
ბოტანიკურ ბაღს აქვს ძეგლის სტატუსი, მას ადევს რეკრეაციული ზონა -2 და გენგეგმის მიღებასთან ერთად, მიენიჭება კიდევ უფრო მაღალი დაცულობის ზონალური სტატუსი-რეკრეაციული ზონა-1. 
შესაბამისად, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობა გამორიცხულია.