ზაალ ანჯაფარიძე: თუ გადააყენებენ გახარიას, მოითხოვენ უფრო მეტს

ზაალ ანჯაფარიძე: თუ გადააყენებენ გახარიას, მოითხოვენ უფრო მეტს

ზაალ ანჯაფარიძე (ანალიტიკოსი):

ნებისმიერი პოლიტიკური მიტინგის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია მოთხოვნების თამასას ნელნელა აწევა. გადააყენებენ გახარიას, წამოვა მოთხოვნა პრემიერის გადაყენებაზე, დათანხმდებიან პროპორციულ არჩევნებს, წამოვა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, მერე მოითხოვენ კიდევ მეტს და მეტს და ა.შ.
დღეს მიტინგზე გამოსვლებში იგრძნობოდა მზარდი აგრესიული მუხტი.
პარლამენტთან მიტინგზე დგას საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი, რომელიც არ იზიარებს მათ შეხედულებებს ჯერჯერობით აკვირდება პროცესს. თუმცა არ არის გამორიცხული რომ ისიც გამოვიდეს კონტრაქციაზე, თუ მომიტინგეები იგივეს გაკეთებას შეეცდებიან რაც 20 ივნისს სცადეს.

შეიძლება დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება, რადგანაც ცხადია, რომ "ნაცებს" და მათ სატელიტებს ხელისუფლებას ასე იოლად, რევოლუციით, ხალხი არ ჩააბარებს. სამოქალაქო ომი კი ქვეყანას ძალიან უკან გადაისვრის.
ამიტომ საჭიროა მოსალოდნელი კონფლიქტის პრევენცია, ვიდრე ის არ გადასულა სახიფათო და ძალადობრივ ფაზაში.

ვინაიდან მოლაპარაკებების და პოლიტიკური დიალოგის კულტურა საქართველოში ძალიან დაბალია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უნდა დაგვეხმარონ და შუამავლის როლი იკისრონ. მათი მედიატორობით მიღებულ გადაწყვეტილებებს კი ვერც ერთი მხარე ასე მარტივად ვერ დაარღვევს.
ვფიქრობ, კომპრომისების და დიალოგის რესურსი, მართალია მცირე, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩა.