შორენა შავერდაშვილი: თუ მათ ღირსების განცდა აწუხებთ, როგორ უნდა იმუშაონ გვარამიასთან?

შორენა შავერდაშვილი: თუ მათ ღირსების განცდა აწუხებთ, როგორ უნდა იმუშაონ გვარამიასთან?

ჟურნალ "ლიბერალის" მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას ბოლოდროინდელ განცხადებას ეხმაურება:

გუშინდელი ამბებიდან, ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ნიკა გვარამიას თავისი უკვე ყოფილი ჟურნალისტების და თანამშრომლების შეურაცხყოფა და შანტაჟი იყო - აა, დარჩენას გადაწყვეტთ, რა პრობლემაა, თქვენს პრემიებსაც გამოვფენთ! იმდენი უბედურება და ცინიზმი ჩანს მის ამ განცხადებაში, ვერ ვხვდები, რ2-იდან წასულებმა, თუ მათ ღირსების განცდა აწუხებთ, როგორ უნდა იმუშაონ გვარამიასთან?