კახა ძაგანია: თუ მფრინავი დამიკავშირდება, აუცილებლად დავიცავ მის უფლებებს!

კახა ძაგანია: თუ მფრინავი დამიკავშირდება, აუცილებლად დავიცავ მის უფლებებს!

"მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ქართველი მფრინავი რუს "დისპეჩერებს" მიესალმა და საუბარი გაუბა:

"ამ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოზიცია აქვს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. ჩვენ თუ გვინდა სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, მაშინ ეს კაცი არ უნდა დაისაჯოს, მფრინავს საქართველოს არც ერთი კანონის არც ერთი მუხლი არ დარღვევია. ძალიან შემეცოდა, ემოციის გამო მტრად რომ გამოაცხადეს. თუ დამიკავშირდება, აუცილებლად დავიცავ მის უფლებებს ყველა ინსტანციაში".

 იხილეთ ლინკი