ივა გრუზინსკი: თურმე იმ გაწეწილ კაცსაც ბლუთუზი ეკეთა

ივა გრუზინსკი: თურმე იმ გაწეწილ კაცსაც ბლუთუზი ეკეთა

გუშინ ღამე, ქუჩაში ვდგავარ, ტაქსს ველოდები და თან მეგობარს ვურეკავ, ყურზე ბლუთუზი მიკეთიატაქსი გავაჩერე, ჩავჯექი, მისამართი ვუთხარი და მეგობარმაც აიღო ყურმილი.

მე: - ზრადოვა, ჩუვაკ!
მეგობარი: - ვაა! კაკიე ლუძი!
მძღოლი: - ზდაროვა, ძმაო!

მე: - რას შვრები, აბა მოჰყევ, როგორ არიან შენები?
მეგობარი: - ვართ რა ძველებურად, მიდი-მოდიში...
მძღოლი: - რა გვიშავრს? ვმუშოაბ და ორი კაპიკი შემაქვს სახლში.

მე: - მეუღლე როგორაა? როდის ელოდებით პატარას?
მეგობარი: - მაგას რა უჭირს?! მე ვიკითხო, თორემ... ივნისის ბოლოს.
მძღოლი: - მაგას რა უჭირს? მე ვიკითხო თორემ... დეკემბერში.

მე: - მომისმინე, მანქანა ჩამოგივიდა?
მეგობარი: - არა, ჯერ, 20 დღეში იქნება ფოთში.
მძღოლი: - ჯერ არა, ერთ თვეში იქნება ფოთში.

მე: - ბიჭი რას შვრება, გაგიჟებთ ?
მეგობარი: - გადაგვდგა! 
მძღოლი: - ოოო, ბიჭი მაგარია! დედას გვიტყნავს!

მე: - მოკლედ, თბილისში ვარ და შემეხმიანე, რა... დავსხდეთ სადმე, დავილაპარაკოთ...
მეგობარი: - ბიჭო, შაბთ-კვირას თითქმის სულ სახლში ვარ, ამოგვიარე.
მძღოლი: - რაზეა ბაზარი, ძმაო?! აბა რა!

მე: - კაი, წავედი, კარგად იყავი! მომიკიხე ყველა?
მეგობარი: - გაიხარე! მომიკითხე შენები!
მძღოლი:- აქ გაგიჩერო, კაცო? აბა ფალიაშვილზეო?

მე: - კაი, წავიდეთ მაშინ ფალიაშვილზე.
მძღოლი: - ისე, რა დრო იყო, ჰა?
მე: - ძალიან, მაგარი...
მძღოლი: - ახლა კიდე რა დღეში ვართ, ამის დედა ვატირე!
მე: - ნუ იტყვი...
მძღოლი: - ძაღლიშვილები!
მე: - ვირიშვილები! 
მძღოლი: დუმს.
მე: - კუთხეში გამიჩერე, რამდენი მოგართვათ?
მძღოლი: - არ გრცხვენია, ძმაო?! ფულს როგორ გამოგართმევ?
მე: - გამომართვი, კაცო, ბალღს კანფეტს მაინც უყიდი.
დიდი ჭიდაობითა და ბოქსით, 5 ლარიანი დავუგდე და დავაფიცე, არ დაებრუნებინა.

ჰო და, 90-იანებში, გეპეისთან რომ ერთი რუსი გაწეწილი კაცი დაიარებოდა, ჩანთაგადაკიდებული და მუდამ ხმამაღლა, რაღაცეებს გაჰყვიროდა, გახსოვ? ვარანცოველი იყო, მგონი.
მაგ ტიპზე ამბობდნენ, გიჟიაო... ნუ, ჩვენც გიჟს ვეძახდით.

მხოლოდ ახალა მივხვდი, თურმე ბლუთუზი ეკეთა.