გვარამია ცდება, ივანიშვილი უკვე შეხვდა პუტინს!

გვარამია ცდება, ივანიშვილი უკვე შეხვდა პუტინს!

ნიკოლოზ გვარამიას ექსკლუზიური ინფორმაციით, ამა წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინს ხვდება. მისივე თქმით, ამიტომაც ის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. კარგად გაიგეთ, ხომ? ვინაიდან ივანიშვილს სურს პუტინთან შეხვედრა, ამიტომ უნდა გახდეს პრეზიდენტი.

აქ გვარამიას გააჟრიალა - ივანიშვილი პრეზიდენტი რომ გახდეს, ხომ დაემხო თავზე ამსტერდამელ მიხასთან შეთანხმებული გეგმები და ვალდებულებები?!

ისე, საინტერესოა, საიდან უნდა ჰქონდეს ყოფილ პროკურორს ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია? საიდან და "ელოი-ნიუსიდან", ანუ უტყუარი ინფორმაციის სამჭედლოდან. ელომ თქვა, ესე იგი, ნაღდია, წვეთი არ გაუვა!

არა, რააა... ესენი ჟურნალისტები კი არა, წინასწარმეტყველები არიან... მართალია, ხშირად არ უმართლებთ, მათი ინფორმაცია არ დასტურდება, მაგრამ რუსეთში რომ დადიან დღეგამოშვებით, იმ მეტრაკეებს ხომ ალაპარაკებენ? აჰა, გაისროლა თუ არა გვარამიამ ელოის ჩაწოდებული, გადმოდგნენ ნაღდი რუსეთუმეები და დაიწყეს: ეს რას ჰგავსო? ბარემ საბჭოთა კავშირის ჰიმნიც გვამღერონო, ბარემ საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნეთო. ჰმ... ბარემაც ძალიან გინდათ, მაგრამ ვინ გაბრუნებთ?!

ისე, მაინც რა არი "ნაცური" აზროვნება, არა? ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და უკვე სახელს არქმევენ - არიქა, ბიძინა  პრეზიდენტია და დეკემბერში პუტინს ხვდებაო. თუ პრეზიდენტი გახდება - ძალიან კარგი, თუ პუტინს შეხვდება - მთლად უკეთესი, ხშირად მტერსაც უნდა ელაპარაკო, რომ შენი ინტერესები გაითვალისწინონ. როგორ გგონიათ, დონალდ ტრამპს ძალიან ეხატება გულზე ვლადიმერ პუტინი? შეიძლება ეზიზღება კიდეც, მაგრამ შეხვდა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გამო.

აი, აქ კი ერთი საიდუმლო უნდა გავამჟღავნო, რომელიც გვარამიას ჩიტებს გამოეპარათ: ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინს ამას წინებზე უკვე შეხვდა მოსკოვის გარეუბნის ერთ-ერთ "პივნოიში" და დაპირდა, როგორც კი საპრეზიდენტო არჩევნებს მოვიგებ, ეგრევე ოფიციალურად დავილაპარაკოთო. კი, ტო, ბაზარი არ არიო, - უთქვამს ვოვას, - აბა, ეხლა რა სტატუსით უნდა შემხვდე ოფიციალურადო? გამოვლენ "ნაცები" და აყაყანდებიან, მაგათი ნერვები აღარ მაქვსო.

მოკლედ, გვარამა მაგარია "ელო-ნიუსზე" დაყრდნობით და განსაკუთრებით მაგარია წიკვინა თანაწამყვანთან ერთად. ერთ რამედ ღირს კვესოს მიერ დადევნებული კვნესა, როცა ნიკოლოზი მნიშვნელოვან ინფორმაციას გადმოგვცემს ჩიფჩიფით.

ლევან სიხარულიძე