გია ვოლსკი: "იბერიასთან" დაკავშირებით, იკვეთება ჟურნალისტების გამოყენების სურათი

გია ვოლსკი: "იბერიასთან" დაკავშირებით, იკვეთება ჟურნალისტების გამოყენების სურათი

გია ვოლსკი (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი):

"როდესაც ვითარებას აფასებ, მათ შორის "იბერიასთან" დაკავშირებით, აშკარად იკვეთება ჟურნალისტების და სხვა თანამშრომლების საზარბაზნედ გამოყენების სურათი. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ როგორ ვითარდებოდა პროცესი: "ომეგას" ვალი სულ ექვსი მილიონი ლარი ჰქონდა და აშკარად გვატყუებდნენ ოქუაშვილი და ნაცმოღაობა, რომ ამის გადავადებაში ოთხ მილიონ ლარს სთხოვდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავის მხრივ მილიარდობით დოლარის ინვესტიციას და ჰუმანიტარულ აქციას ახორციელებს ქვეყანაში, სარგებლის მიღების გარეშე! ან ვის შეილება გასჩენოდა "იბერიის" წართმევის სურვილი და რატომ?! არაერთი შეღავათი დაუშვა ხელისუფლებამ "ომეგას" მიმართ და ოქუაშვილმა მაინც შანტაჟი არჩია; ამ ადამიანმა საკუთარ მამას წაართვა საკუთრება და რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყიფიანსაც პარტნიორების "გადასაგდებად" იყენებდა; ბოლოს ტელევიზიაზე ხარჯების დაზოგვაც გადაწყვიტა და არც აქედან უნდა პოლიტიკური სკანდალის გარეშე გამოსვლა, რაც არ უნდა საოცარი იყოს მისი დამარბეველი სააკაშვილის ხელშესაწყობის მიზნით. პრაქტიკულად მასვე დაახურინა ტელევიზია უკვე მეორედ! ჟურნალისტების ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი".