მიხა სააკაშვილი: როგორც კი დამიძახებთ, იმ წამსვე გამოვფრინდები!

მიხა სააკაშვილი: როგორც კი დამიძახებთ, იმ წამსვე გამოვფრინდები!

მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ თავის 3 ათასამდე მომხრეს სკაიპით მიმართა, იმ წამს, როგორც კი  დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამსვე ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდითო. იყო ყიჟინა, ტაშისკვრა, სტვენა, მალაყზე გადასვლა, ყმუილი, ღმუილი, წუილი, ჩამო, მიშავ, გვჭირდები, ჩამოოოიიი!!!

ვითომც არაფერი, მიხეილმა გაატარა. არადა, დაიღალნენ "ნაცები", "გნაცები" და მათთან გათანაბრებული პირები ლოდინით. მათი ფარაონი ხან "ფიფრინავით" მოდის, ხან "დარტალიოტით", ხან გვირაბით, ხან საკანალიზაციო ჭით, ხან იმით, ხან ამით... ვერა და ვერ ჩამოვიდა, ვერა და ვერ ჩამოაღწია საკუთარ ფანკლუბამდე. მისი თქმით, ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე დანებდეს უსამართლობას. ოღონდ არ იცის, რომელ უსამართლობას:

"ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება სრული გამარჯვებით. ძვირფასებო, ამ ბრძოლაში მე, რა თქმა უნდა, ვარ თანასწორი თანასწორთა შორის, მე ვარ ერთერთი თქვენთაგანი. მე არ მაქვს განსაკუთრებულობაზე პრეტენზია, მაგრამ მინდა იცოდეთ - იმ წამს, როგორც კი თქვენ დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამს ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდით, გავჩნდები ჩვენი ლიდერების გვერდით, გავჩნდები ჩვენი ახალგაზრდობის გვერდით, გავჩნდები საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩავდოთ ჩვენი აგური ჩვენს გამარჯვებაში, მე მირჩევნია მოვკვდევიდრე დავნებდე ამ უსამართლობას, მე მირჩევნია გავქრე, ვიდრე ვუყურებდე ჩემი სამშობლოს განადგურებას და დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი არის ამ განწყობაზე, საქართველოს აქვს დიდი მომავალი".

ეგრეა... სადაც მიხა "არალი", იქ ყველაფერი ნადგურდება, ყველაფერი წყალსა და მეწყერს მიაქვს. არა, თვითონ ხანდახან სხვანაირად ფიქრობს, ხანდახან უიმედობა იპყრობს, მაგრამ თემურა ძია წამოარტყამს ხოლმე თავში, შე შობელძაღლო, მოდუნების უფლება არ გაქვს, ქვეყანა იღუპება, მე კიდე ამდენი ფული მაქ ამოსაღები, რა დროს დეპრესიაა, რა დროს უიმედობააო? სხვაც რომ არა იყოს რა, თუ ქართველ ხალხს თავზე არ დაა...ვი, ისე პატივს არ გცემენ, თუ არ მოუტ...ანი დედა, კაცად არ გთვლიანო. მერწმუნეთ, როდესაც მიხა ტელევიზორში გამოდის, ან სკაიპით ელაპარაკება თავის ქარაქუცა მომხრეებს, ფეხებქვემოთ თემურა ძია უზის და მახათით ყვერებში უჩუჩხუნებს. დიახ, ამიტომაც ლაპარაკობს ხოლმე ხშირად გაუგებრად.

მოკლედ, ხალხო კი არა და... მიხას ფანებო, კაცი ნაწუწნ კანფეტს დეემსგავსა, როგორც კი გამოიძახებთ, ეგრევე შეჰკრავს კამარას და გამოფრინდება... ეგე, ფაქტობრივად, მოფრინავს კიდევაც, მაგრამ როდის "ჰამუა", არ იცის!

გიორგი ხმალაძე