ბიძინა ივანიშვილი: იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს, ქვეყნის მტრები არიან

ბიძინა ივანიშვილი: იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს, ქვეყნის მტრები არიან

აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან.

“თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას. რუსული ბაზრის ჩანაცვლება არავისთვის იოლი არ არის - არც ევროპელებისთვის და მითუმეტეს, ადვილი არ არის ჩვენთვის. პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა მარტივი პროცესი არ არის. ამას წლები სჭირდება. ჩვენი პროდუქცია რუსეთში ცნობილია და ძალიან კარგად იციან. მას მომხმარებელი ჰყავს. როდესაც რუსული ბაზარი დაკეტილი იყო, დივერსიფიკაცია მოხდა და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს და ვაჭრობა შეწყდეს, ქვეყნის მტრები არიან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.