ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებაში" დაბრუნდა

ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებაში" დაბრუნდა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკურ მდივნად ბრუნდება. ამის შესახებ ცნობილი გუშინ, 4 მარტს უმრავლესობის შეხვედრაზე გახდა. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.

"ლიდერი" შეეცადა, ინფორმაცია თავად ირაკლი ღარიბაშვილთან გადაემოწმებინა, მაგრამ ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, დღეს, 5 მარტს ჩამოფრინდება უცხოეთიდან.