ნინო ბრეგაძე: იცით, რაღაც საეჭვო იყო ეს ყველაფერი!

ნინო ბრეგაძე: იცით, რაღაც საეჭვო იყო ეს ყველაფერი!

ნინო ბრეგაძე (ჟურნალისტი, პედაგოგი):

შოუზე მონპელიედან,- კიდევ ერთი მაგალითი იყო ცუდად დაგეგმილი აქციისა...
გამეცინა -კიდეც, ბოლოს, როგორ ,,დაითრია" სიტუაცია მიხომ...
იცით?! რაღაც საეჭვო იყო ეს ყველაფერი... ვიღაცის დაგეგმილი, საიდანღაც მოყვანილი ეს ხალხი და კარვებში შესახლებული... ან,ამდენი პატარა ბავშვი სად იყო?! ან, ქართულმა სათვისტომომ ვერ გამოუნახა ამ ათ ოჯახს დროებითი საცხოვრებელი?! ან, საქართველოს საელჩო რას აკეთებს?! ორი ათეული წელი ვიცხოვრე მეც ევროპაში, და, ვიცი, რომ ქართველები ქართველებს ასე ღია ცის ქვეშ არასოდეს დატოვებენ, ბავშვებს, მით უმეტეს...
მაშ, რა პოლიტიკური ქულებისათვის მოეწყო ეს ყველაფერი?! ვის ჭირდებოდა?! ვის დაჭირდა
ვუყურე ,,ჩანაცვლებას" მიხოთი, ქართველების აჟრიამულებას მიშას დანახვაზე, კოცნებს, გახარებულ სახეებს, და, გული ამერია...
შოუ იყო... დაგეგმილი, რომელიც ტიპის გამოჩენამ ჩაშალა... ერთით ნულით ქულებიც დაიწერა...
და, ბოლოს, მინდა ვთქვა სხვა თემაზეც,- გეყოთ ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფის წევრების დამცირება და შეურაცხყოფა, - თუ, ვინაა ეროვნული და ვინ არა... არ ფიქრობთ, რო დაშლას და დასუსტებას უწყობთ ხელს?! ერთად დგომა თუ არ გისწავლიათ, ნურც შლით ერს... სამი მილიონიღა დავრჩით, ბოლოს და ბოლოს...
სირცხვილია!