ქეთი დოლიძე: კარგად დაგვიგდეთ ყური, მკვლელებო!

ქეთი დოლიძე: კარგად დაგვიგდეთ ყური, მკვლელებო!

რეჟისორი ქეთი დოლიძე „ნაციონალურ მოძრაობას” სოციალურ ქსელში მიმართავს:

„კარგად დაგვიგდეთ ყური, მკვლელებო!  აღარ აგარევინებთ ამ ქვეყანას! შეგაკვდებით და უკან ვერ მოხვალთ! ვეღარასოდეს! მზად ვარ ყველაფრისთვის და მე თქვენი არც მეშინია და მეზიზღება ყველაფერი, რასაც ეხებით, აკეთებთ, რადგან სიბოროტის მეტი არაფერი გამოძრავებთ! არაფერი! ამ უღირსი კამპანიითაც გეტყობათ, ნაცებო, რომ კონტროლი გაქვთ დაკარგული!!!! დიახ, სალომე გაიმარჯვებს და იქნება ღირსეული და კარგი პრეზიდენტი!

ვისაც დღეს ქვეყნის არევა უნდა, ისაა საქართველოს მტერი! თან დაუძინებელი!  წერტილი!”–წერს ქეთი დოლიძე.