კახა ძაგანია: ის პარტია, რომელიც პროპორციულ არჩევნებს ეწინააღმდეგება, ქვეყნის განვითარების წინააღმდეგია

კახა ძაგანია: ის პარტია, რომელიც პროპორციულ არჩევნებს ეწინააღმდეგება, ქვეყნის განვითარების წინააღმდეგია

„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივნის, კახა ძაგანიას განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების ერთ-ერთი გარანტიაა. ამის შესახებ ძაგანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პროპორციული არჩევნები – ეს არის პოლიტიკური ჯგუფების მიერ გადანაწილებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არის ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების ერთ-ერთი გარანტია. ის პოლტიიკური პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება პროპორციულ არჩევნებს, არის ქვეყნის განვითარების წინააღმდეგი. პროპორციული არჩევენები საზოგადოების მონაპოვარია. 30 წლის მანძილზე საზოგადოება, პოლიტიკური ჯგუფები ვცდილობდით, ვწვალობდით, რომ პროპორციული არჩევნებისთვის მიგვეღწია. მრავალპარტიული პარლამენტი დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი გარანტიაა. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები, როგორც ყოველთვის, იყო ქვეყნის საზიანოდ. მათ ქვეყანა კი არ უყვართ, მათ უყვართ თავიანთი თავი ამ ქვეყანაში. „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი გამოუვა  იმიტომ, რომ ერთ მხარეს არის მათი ლიდერების ჯგუფი და მეორე მხარეს ვართ მთელი საქართველო და ოპოზიციური სპექტრი, ვისაც გვინდა პროპორციული არჩევნები.

ივანიშვილი იყიდის პატარა პარტიებს – ეს ყოვლად უსაფუძვლო განცხადებაა. სააკაშვილს რომ ჰყავს მილიონრების ჯგუფი და ფულები აქვს მოპარული, მილიარდები და მილიონები რომ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ადგება და მაგ ლოგიკით თავადაც იყიდის პატარა პარტიებს. ჯერ ერთი, იყიდის  რას ნიშნავს? ბაზარშია? თავის პარტია და თავის თანაპარტიელები იყიდოს.
სავარაუდოდ, საკონსტიტუციო უმრავლესობა არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს   ეყოლება მომავალ პარლამენტში. რა თქმა უნდა, იქნება უმრავლესობა, უბრალოდ, ერთი პოლტიიკური პარტიის მანდატები იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე ერთად აღებული სხვა პარტიების მანდატები. ეს იქნება ზუსტად იმის გარანტია, რომ ყველა პოლიტიკური საკითხი იქნება ძალიან მკაცრ პოლიტიკურ ფილტრში გატარებული. უმრავლესობას ყველა პოლიტიკურ საკითხზე დასჭირდება კონსულტაციები, შეთანხმებები, დათმობაზე წასვლა“, – განაცხადა ძაგანიამ.
ცნობისთვის, ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.

 

წყარო:  მედიაჰოლდინგი "კვირა"