კახა ძაგანია: პარტიებმა არ უნდა ითანამშრომლონ „ნაცმოძრაობასთან“ და მის განაყარ პარტიებთან

კახა ძაგანია: პარტიებმა არ უნდა ითანამშრომლონ „ნაცმოძრაობასთან“ და მის განაყარ პარტიებთან

ჩვენ შემხვედრი მემორანდუმი გვაქვს: პარტიებმა, რომლებიც შევლენ პარლამენტში, ხელი მოაწერონ იმაზე, რომ ქვეყნის საზიანოდ არ ითანამშრომლონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის განაყარ პარტიებთან , – ასე ეხმაურება „მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი კახა ძაგანია „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებისადმი მოწოდებას, არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ.

„გაოცებულები ვართ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“, ან „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დეკლარირებულად აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობენ, მაგრამ დარბიან ხოლმე მათ კაბინეტებში. საზოგადოებას თვალს უხვევენ და აჩვენებენ, თითქოს ძალიან დაპირისპირებულები არიან ხელისუფლებასთან, სინამდვილეში ცდილობენ, რომ მათ კაბინეტებში მოხვდნენ და რაღაც პროექტებში მიიღონ მონაწილეობა. რაც შეეხება ასეთ პოლიტიკურ ხრიკს, შემოთავაზებულ მემორანდუმს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმისათვის გაკეთებული, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგი. ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ.

ჩვენ შემხვედრი მემორანდუმი გვაქვს: პარტიებმა, რომლებიც შევლენ პარლამენტში, ხელი მოაწერონ იმაზე, რომ ქვეყნის საიზანოდ არ ითანამშრომლონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის განაყარ პარტიებთან. ის პარტიები, რომლებიც პოლიტიკურ კორელაციაში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისინი ქვეყნის კეთილდღეობას, მდგრადობას ანგრევენ“, – განაცხადა ძაგანიამ.

თამუნა შეყილაძე