კახელების პასუხი კახეთში ჩამოთრეულ გრიგოლ მავანოვიჩს

კახელების პასუხი კახეთში ჩამოთრეულ გრიგოლ მავანოვიჩს

პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშია"- საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კახეთში, სოფელ ხოდაშენში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს იქ შეკრებილებს მოუწოდა, რომ მისულიყვნენ არჩევნებზე, არა მხოლოდ თავად, არამედ სხვებიც მიეყვანათ:

"სულ ყველა მოვიდეს საარჩევნო უბანზე, მარტო თქვენ კი არა, სულ ყველა ქეჩოთი მოათრიეთ, რადგან ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, ხალხო".

კახელების პასუხი:

გრიგოლ მავანოვიჩ, სამწუხაროდ, კახეთშიც აღმოჩნდა ათიოდე გამოქლიავებული, ვინც შენ ჩამოგიდგა და ყური დაგიგდო. ვერაფერს იზამ, ეგეთები ყველა კუთხეში არიან. კაი, ჩამოხვედი, იბოდიალე, იშავდღევე, მტვერი ყლაპე, ჩვენი სტუმართმოყვარეობის გამო კვერცხი და პომიდორი ხელში არავინ აიღო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ყველაფერს გაპატიებთ და ნებისმიერ შეურაცხყოფას გაგიტარებთ!

შე მიხოს გათავხედებულო მონავ, ვის ეუბნები, არჩევნებზე მოდით და სხვებიც ქეჩოთი მოათრიეთო? რას ნიშნავს სიტყვა "მოათრიეთ"? ვინ არი, ბიჭო, შენი მოსათრევი, თავი ხომ არაფერს მიარტყი? არა, კი ამბობენ, ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ერთხელ ჭოჭინა დაუფრთხა, კედელს შეასკდა და მას მერე კაი გვარიანად ურიკინებსო, მაგრამ მთლად ეგრეც არ გვეგონა. თუმცა არ გვეგონა რა, ვინ ჩვენი ფეხები ბრძანდებით, რომ მაგაზე ოდესმე გვეფიქრა? ჩვენ ჩვენი საქმეები გვაქვს, აქეთ ვენახი, იქით - ბაღ-ბოსტანი, მოსავალი ასაღებ-დასაბინავებელი, რას მიედ-მოედები?!

დადიხარ აღმა-დაღმა ცარიელი ტაქსივით და გაიძახი, ეგრე ცხოვრება აღარ შეიძლებაო. აბა, როგორ შეიძლება, 2012-მდე დედა რომ მოუტ...ანით ყველას და ყველაფერს? შენ ვინ ხარ, საიდან "ჩამოეთრიე", რა დამსახურებისთვის შეგტენეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბალეტმაისტერად? შენ და შენ ცოლს არასოდეს არაფერი გაკლდათ, ხან მტრის კარზე ისხედით, ხან კიდე გიჟი მიხოს ხელის გულზე, ეხლა მოგინდათ ერისკაცობა და ერის ქალობა? თან ქვეყნის გადარჩენაზე გაქვთ პრეტენზია? არ გამოდის ეგრე, არა, ეროვნულ ღირსებაზე რომ ილაპარაკო, წარსული უნდა გქონდეს სუფთა და არა საეჭვო!

ჰმ... ყველა მოათრიეთ არჩევნებზეო... ვის ელაპარაკები, ვინ უნდა მოათრიოს ხალხი, სამიოდე წიტიანმა დედაკაცმა? და რა... იმ მოთრეულებმა ხმა შენ უნდა მოგცენ? თუ ვინმე "ოცნებაზე" გაბრაზდება და ამას ხმამაღლა იტყვის, შე კედელსშეხეთქებულო და მზედარტყმულო, რატომ გგონია, რომ ბიულეტენში შენი გვარი უნდა შემოხაზოს?!

კახელებს შენზე უარესები გვინახავს, ბევრს ბატონობაზეც კი ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ ეგრევე ავაცმევინეთ! ტრაკს ნუ ათამაშებ, თორემ ვინ ვის სად მიათრევს, გაგაგებინებთ!

ვაააახ, კაცოოოო... რა ყველა დარტყმული ჩვენ გადაგვეკიდება ხოლმე?!

არასამთავრობო ორგანიზაცია "კახეთო, ჩემო კახეთო"