კახელების ღია წერილი ნიკოლოზ გვარამიას

კახელების ღია წერილი ნიკოლოზ გვარამიას

ნიკავ, შე ყურუმსაღო!

ჩვენ, თელაველნი, გურჯაანელნი, სიღნაღელნი, ლაგოდეხელნი, დედოფლისწყაროელნი, ახმეტელნი და საგარეჯოელნი, შიდა და გარე კახელნი, ქიზიყელნი, ერეკლე მეორის მეზარბაზნეთა შთამომავალნი, კამბეჩოვანნი, ხორნაბუჯელნი, ხირსელნი, შილდელნი აღშფოთებულნი ვართ შენი ბინძური განცხადებების გამო!

ამას წინებზე, როცა ვენახებიდან სახლებში დაღლილ-დაქანცუნი დავბრუნდით, ბალღებმა მოგვახსენეს, ქათმის სკლინტმა გვარამიამ ტელევიზორში გამოაცხადა, ჩაგიფსით მაგ ღვინოში და მინერალურ წყლებში, რომელიც რუსეთში გაგაქვთ, თქვე პუტინის მონებოო. თავიდან არ დავიჯერეთსავით, ბალღებმა ხშირად იციან ხოლმე გადაჭარბება. დავსხედით, გადავახვიეთ, არავითარი გადაჭარბება, ზუსტად აეგრე იძახი, კახელებს ჩაგიფსით ღვინოშიო.

ნიკავ, შე ოღრაშო!

როცა შენი იკლიკანტური გამოხტომა ვნახეთ, ერთი ხანობა ვიფიქრეთ, ერთი ამისი კეთილებიც მოვტყანით, ყურადღება არ მივაქციოთო, მაგრამ მივხვდით რა, ეს იყო მორიგი პროვოკაცია, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს, გადავწყვიტეთ, ჩვენი სათქმელი მთელ დუნიას გავაგებინოთ. არა, ჩვენ ნამდვილად შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ შენ, ასერიგად გამოყ...ევებულ ადამიანს მართლა შეგიძლია ჩვენი ქვევრების წაბილწვა (ვინ ჩაგაფსმევინებს, შე ქათამო?!), ეგ მხოლოდ სიტყვების რახარუხია, მაგრამ უბედურება ის არი, ერთ დროს მთავრობაში რომ იყავი, ხან პროკურორი გერქვა, ხან განათლების მინისტრი, ხან იუსტიციის მინისტრი და მოღალატე ძმაკაცებთან ერთად არბევდი საქართველოს, ომს უცხადებდი რუსეთს და შემდეგ სტრატეგიულ ობიექტებს უფორმებდი იმავე რუსებს, აბარებდი სამაჩაბლოს სოფლებს, აბარებდი კოდორის ხეობას და ფულს უხდიდი იმავე რუსებს, რათა გორში სტალინის ძეგლი აეფეთქებინათ.

ნიკავ, შე ქათმის სკლინტო!

თუ რამის შნო გაქვს, ჩამო თელავში, თუ გინდა - გურჯაანში, თუ გინდა - სიღნაღში, თუ გინდა - სხვაგან და გაიმეორე, ჩაგიფსი ღვინოშიო, პუტინისტი მევენახეებიო, მოღალატეებიო. რასაც დაიჭერ, მერე არავის გაუყო. თბილისში განთავსებული საქათმიდან კარგად გეხერხება ბილწსიტყვაობა, მაგრამ გარეთ ვერ გამოდიხარ დაცვის გარეშე, კახეთში კი დაცვითაც ვერ ჩამოეთრევი. არ გაქვს მაგის შნო, ეგრევე იფსამ და უარესსაც შვრები საკუთარ შარვალში.

ნიკავ, შე ფსუტიანო!

წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე... ღვინო მოგინდეს - ფსელი მოგაწოდონ, კონიაკი მოგინდეს - შრატი მოგაწოდონ, ჭაჭა მოგინდეს - შაბიამნის ხსნარი მოგაწოდონ, ლიქიორი მოგინდეს - სამი თითის კომბინაცია გიჩვენონ. ყავას სვამდე - წუმცუმად გექცეს, ხაჭაპურს ჭამდე - ნეხვად გექცეს, ღომის ქვაბში იყურებოდე - კუპრი ამოგითუხთუხდეს, ნაყინს ლოკავდე - პენისად გექცეს!

ნიკავ, შე იმნაირო!

პატრიარქს აგინე - გეპატია, ბიძინა ივანიშვილს ორი კვირის გარდაცვლილი დედა აგინე - გეპატია, მიტაცებული ტელევიზიიდან ქვეყანას აყროლებ - გპატიობენ, მინისტრებს დედას აგინებ - გპატიობენ, ბიუჯეტში 20 მილიონი გაქვს გადასახდელი - გპატიობენ, ფულის გათეთრებაში ხარ ეჭვმიტანილი - გპატიობენ, დღეგამოშვებით ქვეყნის გადატრიალებას აპირებ - გპატიობენ...  ბოლოს და ბოლოს, ვინ ჩვენი ფეხები ხარ, ვის დაჰკარგვიხარ, ვისი თესლიდან აღმოცენებულხარ?! თუ აქამდე ბევრი რამე გეპატია, ამიერიდან აღარ გეპატიება, ლილოსაც ვერ გამოსცდები კახეთის მხარეს!

ნიკავ, შე აქოთებულო!

ბოლოს, გადავწყვიტეთ, როგორც მოდაშია, საქართველოს მოსახლეობის გარდა, მივმართოთ საერთაშორისო თანამეგობრობასაც, ოღონდ ლექსად და თანაც ვახუშტი კოტეტიშვილისებურად:

ისევ გვიტევენ კახელებს,

უკვე მეოცე დღე არი,

ვერავინ მოსდრეკს კახეთსა,

ნიკა ვინ ჩვენი ყ...ე არი?!

იმედია, ჩვენი ევროპელ და ამერიკელ პარტნიორები დაფიქრდებიან, ყოველივეს გაისიგრძესიგანებენ და შემდეგ აღშფოთდებიან.

P.S. ნიკოლოზ, დაგადო სტრასბურგმა?!

მთელი კახეთის სახელით წერილს ხელს აწერენ: შაქარაშვილი შაქრო, მატუაშვილი მიტო, ხუნაშვილი მიხო, ღვინიაშვილი მარო, მეარყიშვილი ქეთო, ჭაჭიაშვილი გოგია, მექვაბიშვილი ჯემალა, აბრამიშვილი აბრამა და სხვები.

განცხადება ჩაიწერა და გააშალაშინა გელა ზედელაშვილმა