კიბერუსაფრთხოების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზეა

კიბერუსაფრთხოების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზეა

ინდექსის მიხედვით დგინდება, თუ რამდენად არიამ ქვეყნები მზად თავიდან აირიდონ და კიბერშეტევები და მათი პრევენცია მოახდინონ.

ინდექსში საქართველოს 100 სარეიტინგო ქულიდან 64.94 აქვს. ციფრული განვითარების დონით კი საქართველოს სარეიტინგო ქულა 59.66-ია.

რეიტინგში პირველ ადგილზე საფრანგეთია - 83.12 სარეიტინგო ქულით. მას მოსდევს გერმანია 83.12 ქულით და ესტონეთი 81.82 ქულით.

საქართველო უსწრებს იტალიას, რუსეთს, ნორვეგიას, ლუქსემბურგს, შეერთებულ შტატებს და სხვა. რეგიონის ქვეყნებს შორისაც საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს. რეიტინგში საქართველო წელს პირველად მოხვდა.