გიორგი გახარია: კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და კიდევ სხვებსაც ჩავაგდებთ!

გიორგი გახარია: კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და კიდევ სხვებსაც ჩავაგდებთ!

“დათო კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და კიდევ სხვებსაც ჩავაგდებთ ვინც ამას დაიმსახურებს!”, – ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციის წარმომადგენლობას, რომლებიც  “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის დაკავებას აპროტესტებენ.

გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი.

“შემიძლია აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს დამატებითი ფაქტების შესწავლა და როგორც კი გამოვლინდება დამატებითი ფაქტები, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული. როდესაც ვსაუბრობთ გარკვეულ შედარებებზე, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რა სტატუსის მატარებელიც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა იყოს, როგორც კი სახელმწიფოს წარმომადგენელზე, პოლიციელზე ხდება ფიზიკური ძალადობა, ამას ყოველთვის ექნება ადეკვატური პასუხი. არ მაინტერესებს რა იყო ადრე, ერთი, ორი, ხუთი და ათი წლის წინ. ამის შემდგომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და პოლიციელზე თავდასხმა იქნება უმკაცრესად დასჯადი. თუ სადმე, რომელიმე კადრში აღმოჩნდა კიდევ ერთი კადრი ან დამატებით ფაქტი პოლიციელზე ზემოქმედების ფიზიკური, ამას მოჰყვება ის შედეგი, რაც მოჰყვა ბატონი კირკიტაძის შემთხვევაში. აქ სხვა აზრი არ შეიძლება არსებობდეს.

იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციელის, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელზე იქნება თავდასხმა, შედეგი იქნება იგივე, გარწმუნებთ,  შედეგი იქნება კიდევ უფრო მკაცრი. ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.