ლალი მოროშკინას გამოსვლა მოლდოვის ტელევიზიით: სააკაშვილის მიწვევით მიიღებთ ძარცვას და მკვლელობებს

ლალი მოროშკინას გამოსვლა მოლდოვის ტელევიზიით, გადაცემა „ყურადღების ცენტრში“:

„მოლდოვის ახალი პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება, იუსტიციის რეფორმისთვის ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის მიწვევაზე, ვფიქრობ მისი ნაკლებად ინფორმირებულობის ბრალია, პოროშენკოს მიერ სააკაშვილის უკრაინაში მიწვევა შეურაცხმყოფელი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის და ყველას ახსოვს, რითი დამთავრდა - სახლის სახურავზე სირბილით. მიხეილ სააკაშვილის მოლდოვაში მიწვევით შემიძლია დაგპირდეთ, რომ თქვენ მიიღებთ დაპატიმრებებს, ქვეყნის ძარცვას, ქუჩაში ძალადობას და ციხეებში საშინელ პირობებს. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ყოფით პრობლემებს, მე ვგულისხმობ ადამიანების მკვლელობებს“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 "В центре внимания". Специальный выпуск