7-დან 9 აგვისტომდე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდება

7-დან 9 აგვისტომდე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის  გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის  (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე არსებულ გვირაბში, ე.წ. „ღია გალერიაში“, დაგეგმილია დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 7, 8 და 9 აგვისტოს, ყოველდღე 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.