„GR ლოგისტიკა და ტერმინალებსა“ და თურქეთის კომპანია „TCDD-ს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

 „GR ლოგისტიკა და ტერმინალებსა“ და თურქეთის კომპანია „TCDD-ს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

17 ივნისს, ანკარაში, გაფორმდა მემორანდუმი სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანია „GR ლოგისტიკა და ტერმინალებსა“ და თურქეთის რკინიგზის შვილობილ კომპანია „TCDD-ს“ შორის
თურქეთისა და საქართველოს მხარეები, იმპორტისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში სტრატეგიულ და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცებას გეგმავენ. მხარეებმა იმსჯელეს ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) პროექტის ფარგლებში ახალი ტვირთის მოზიდვის პოტენციალზე. 
შეხვედრის დასასრულს თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „GR ლოგისტიკა და ტერმინალების“ დირექტორმა, ლაშა ახალბედაშვილმა და „TCDD-ის“ ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მეჰმეთ ალტინოზმა მოაწერეს.
მემორანდუმის მხარეები ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) პროექტის ფარგლებში მოკლევადიანი წლის ჭრილში წელიწადში ერთი მილიონი, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3-4 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის პოტენციალს ხედავენ. მხარეები ასევე მომავალში განიხილავენ კომბინირებული სატვირთო გადაზიდვების მარშრუტის (სარკინიგზო + ზღვის) განვითრებას.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სს „საქართველოს რკინიგზის“ შვილობილ კომპანია „GR ლოგისტიკა და ტერმინალებსა“ და მრავალპროფილურ ლოგისტიკურ კომპანია „Pasifik Eurasia Lojistik-ს“ შორის.