სოსო მანჯავიძე: მათ დანახვაზე ადამიანი რწმუნდება, რომ ეშმაკი და დემონები მართლა არსებობენ

სოსო მანჯავიძე: მათ დანახვაზე ადამიანი რწმუნდება, რომ ეშმაკი და დემონები მართლა არსებობენ

სოსო მანჯავიძე (თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი):

ვუყურე შაბაშს იუსტიციის სახლთან.
საქრთველოს ძირითადი მატუტები იქ გახლდნენ.
ბრწყინავდა კაპიტანი გიგაური, კეკლუცობდა მშვენიერაძე,როკავდა სუბელიანი და ბორგავდა პატარაია.
ეს პირსინგებიანი, ტატუიანი, წითლად, ყვითლად და იისფრად თმაშეღებილი არსებები მენტორული ტონით საუბრობდნენ ტელევიზიებიდან, ვინ უნდა გადადგეს და ვინ უნდა დაინიშნოს.
ერთი რამ არის ამ ჭინკების შაბაშში სასარგებლო - მათ დანახვაზე ადამიანი რწმუნდება, რომ ეშმაკი, დემონები და მათი იერერქია ნამდვილად არსებობს. აქედან გამომდინარე, რწმუნდები ღმერთის არსებობაშიც.
"მე იმ ძალის ნაწილი ვარ, რომელიც მარად ბოროტებას ჩადის და მუდამ სიკეთე გამოუდის"- როგორც მეფისტოფელი ფაუსტს, ეუბნება. კლასიკაა.