გელა ზედელაშვილი: კუპრავას ზურგჩანთაც რომ აჰკიდოთ, მაინც არ გამოვა მისგან ფაშინიანი!

გელა ზედელაშვილი: კუპრავას ზურგჩანთაც რომ აჰკიდოთ, მაინც არ გამოვა მისგან ფაშინიანი!

არ გამოდის ამ ზვიად კუპრავასგან ნიკოლ ფაშინიანი და თუ გინდათ, შეე...კითხეთ. თუ გინდათ, ზურგჩანთაც აჰკიდეთ, შიგ მიშას სურათი ჩაუდეთ, გეუბნებით, მაინც არაფერი გამოვა. რატომ? იმიტომ, რომ ის არის ერთი თაღლითი, ყოფილი პოლიციელი, ზონდერი, გაუწონასწორებელი წუპაკი, რომელიც მიტინგებს არბევდა. ვინ გველაპარაკება დღეს ადამიანის უფლებებსა და სამართლიანობის აღდგენაზე? სასაცილოა, გველაპარაკება დაბრბევი და ერთი რიგითი ავანტიურისტი, რომელიც ამსტერდამში მოკალათებული ბელადისგან იღებს დავალებებს.

არც შვილმკვდარ ზაზა სარალიძისგან გამოვა ფაშინიანი, რომელმაც ლამის მთელი სომხეთი ქუჩაში გამოიყვანა. თუ გინდათ, ამასაც აჰკიდეთ ზურგჩანთა, მაინც არაფერი გამოვა-მეთქი. სარალიზის საქმე ლოკალური და ერთჯერადია, ხალხი გამოვიდა მის დასაცავად მაშინ, როცა პროკურატურასთან ბღაოდა. კი, ბატონო, სამწუხაროა, რაც მოხდა და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის სურვილი და ზედმეტი წარმოდგენები მას საბოლოოდ დაასამარებს. საკუთარ თავზე იმაზე მეტი არ უნდა აიღო, რის აწევაც არ შეგიძლია. მით უმეტეს, სამართლებრივი მოთხოვნა არ უნდა გადაზარდო პოლიტიკურში, რომლითაც ავაზაკები ისარგებლებენ!

ე.წ. ოპოზიციამ გადაწყვიტა, დღეიდან შეუერთდეს აქციებს და ხელში აიღოს სადავეები. "გირჩი" უარზეა, "პატრიოტთა ალიანსიც" უარზეა, "ევროპული საქართველოც" თავს იკავებს... დარჩნენ თითებზე ჩამოსათვლელი თითოკაციანი ე.წ. პარტიები. თუნდაც მეტნი იყვნენ, მათი მოთხოვნები უსაფუძვლო და უტოპიურია, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აღარ სურს რევოლუცია.

ერთხელ, 1992-ში ჩემი წილი საქართველო ავანტიურისტებმა დამინგრიეს და პრეზიდენტიც მომიკლეს. რაც შემეძლო, გავაკეთე, მაგრამ მაშინ გამოუცდელი და "მცირეწლოვანი" ვიყავი.

ახლა სხვა დროა... მარტო ჩემ წილს კი არა, საერთოდ საქართველოს ვერ შეეხებიან. თუ სიტუაცია გართულდება, თუ ხელისუფლებას ოდნავი ბზარიც კი შეეპარება და წუპაკები თარეშს მოინდომებენ, სულ სხვანაირად მოვიქცევი. ეს არ არის მხოლოდ ჩემი სიტყვები, ასე ფიქრობს ძალიან ბევრი ქართველი.

ჰოდა, წუპაკებმა, ავაზაკებმა და ავანტიურისტებმა რევოლუციაზე არც კი იოცნებონ. ეგღა გვაკლია, მომავალმა თაობამაც გაიაროს "ნაციონალური" ჯურღმულები!!!

ასე რომ... რაც ფაშინიანმა გააკეთა სომხეთში, საქართველოში 2012 წელს უკვე იყო. ეს ერთი და... მეორეც - ავაზაკებიდან არ იქმნებიან ფაშინიანები, ზვიად გამსახურდიები და მერაბ კოსტავები, ეს სულ სხვა ფენომენია.