მალხაზ მაჩალიკაშვილი გიორგი მარგველაშვილს და მაკა ჩიჩუას აგინებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი გიორგი მარგველაშვილს და მაკა ჩიჩუას აგინებს

აწ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი (ვაჰა ტერლოევი) "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და მის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას აგინებს, ხოლო მიხეილ სააკაშვილსა და მის მეუღლეს, სანდრა რულოვსს თავისებურად ლოცავს, ანუ აქებს და ადიდებს:

"ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის წინამორბედი მარგველაშვილი რამოდენიმე დღის წინ მობრძანდა აქციაზე, ადამიანი, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ როგორც უმოქმედო, უშნო, მუდო, ცოტა რუსული გამოთქმაც რომ დავამატოთ не риба не миаса, ასე თუ ისე, უახლოესი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე უღირს პრეზიდენტი. აბა, სხვანაირი როგორი იქნებიდა ბიძინას მთავრობაში, სხვანაირი შეიძლებოდაა? ძალაუფლების და თანამდეობის გარეშეც, უბრალო მოქალაქის რანგშიც იგივე შეცდომა ყოფილა, რომელიც ამ სამყაროს დედამიწას ამძიმებს. ამას რატომ ვწერ, იმიტომ კი არა, მან იმ ბლანკზე ხელი რომ არ მაწერა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნის თაობაზე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სასტიკი უარი რომ განაცხადა, არამედ იმიტომ, რომ მასში არც ნამუსის და არც სინდისის ნატამალი არ არსებობს და ამის ცოლი თუ მეუღლე გამოდის, ვითომ ყოფილი პირველი ლედი, ცდილობს შეწუხებული სახით სიტყვითაც მიმართოს ახალფაზრდბას და საზოგადოებას, ვითომ ამხნევებს. ვაი, შე უბედურო საქართველო, ვის ხელში ხარ, საკაშვილის აშენებული ქვეყანა დანგრიეთ ლავროვი გავრილოვი ივანოვებთან შეთანხმებით და და ქვეყნის მშენებელ პრეზიდენტის პირველი რეფორმატრის ცოლს, სანდრას სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევთ. შუშუა მარგველას ცოლი კიდე ყოველ დღე სიტყვით და სიმღერით მოგვმართავს, რა მაგარ სწორ გზას ვადგავართ, ღირსნი ხართ, მარგველას, სალომეს და ბიძოს ნაირების სისხლიანი რეჟიმის მძინარე ბავშვების მკვლელების და ბაცშვების თვალების თხრიების ხელში".

როგორც ხედავთ, ვაჰა ტერლოევი უკვე აღარ მალავს, რომ "ნაცმოძრაობის" აქტიური წევრია და ამავე დროს სააკაშვილ-რულოვსის ფანკლუბსაც ხელმძღვანელობს. ისე, კარგი იქნებოდა, ბატონ ვაჰას, ანუ ბატონ მალხაზს სააკაშვილის მიერ დახოცილი ბიჭებიც გახსენებოდა (გირგვლიანი, რობაქიძე, გამცემლიძე და სხვები), შემდეგ დამჯდარიყო და მოეყოლა ზღაპრები მისი დიდი რეფორმატორობის თაობაზე. სხვათა შორის, ბატონ ვაჰას პრეტენზიები მარგველაშვილ-ჩიჩუას მისამართით იმაზეც მიანიშნებს, რომ მოღალატეებს "ნაცმოძრაობაშიც" კი ამრეზით უყურებენ. ამიტომ, ყველა ყოფილმა უნდა იცოდეს, სანამ სადმე გადაბარგების გზას დაადგება, იქ ან მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგხვდება და ჩაგწიხლავს, ან კიდევ იღლიაში ძირმაგარაგამოსული მურმან დუმბაძე დაგცინებს.