გია გაბრიჭიძე: მამუკა ბახტაძემ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა

გია გაბრიჭიძე: მამუკა ბახტაძემ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა

ექსპერტი გია გაბრიჭიძე ბახტაძის განცხადებიდან რამოდენიმე ამონარიდზე ამახვილებს ყურადღებას ისეთზე,როგორიცაა ცირკულარული შრომითი მიგრაცია, ოკუპაცია, ჭარბვალიანობა, ახალი რეგულაციები.

,,მან საკმაოდ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც შეაფასა მისი პრემიერობის დროს დაგეგმილი, გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეები. ჩემი აზრით იმ პირობებში, რომელში დღეს საქართველო იმყოფება, ეკონომიკის მიმართულებით მომუშავე პრემიერისთვის, საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა. მაგ: ცირკულარული შრომითი მიგრაციის (ლეგალური დასაქმება ევროპაში) შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და სანამ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ევროპასთან ფაქტობრივი ინტეგრაციის საუკეთესო მექანიზმად მიმაჩნია საქართველოს ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანება (European Economic Area); ოკუპაციის დაძლევა და არაღიარების პოლიტიკა (ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, რომელმაც გვაჩვენა, რომ დღეს საქართველოს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო პოლიტიკაში); ყველა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სასამართლოში, პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში შედგენილია საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით;  ჭარბვალიანობა - პროცენტის მაქსიმალური ზღვარი. ჯარიმებისა და საურავების ნებისმიერი დამატებითი ხარჯების მაქსიმალური ზღვარი. 200 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში;  ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ყველა შემდეგი მთავრობა ბიუჯეტის შედგენისას ვალდებული იქნება ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლების სექტორის დაფინანსებისკენ. 1000-ზე მეტი სკოლა გახსნა და დააარსა პირველი უნივერსიტეტი”, - წერს გია გაბრიჩიძე.