მამუკა მდინარაძე ნაციონალურ მოძრაობას: გარეთ რომ გაბრძანდებით, იქნებ დააფიქსიროთ, უერთდებით თუ არა კირკიტაძის ბოდიშს

მამუკა მდინარაძე ნაციონალურ მოძრაობას: გარეთ რომ გაბრძანდებით, იქნებ დააფიქსიროთ, უერთდებით თუ არა კირკიტაძის ბოდიშს

„გარეთ რომ გაბრძანდებით, იქნებ დააფიქსიროთ, უერთდებით თუ არა კირკიტაძის ბოდიშს“ - მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“

„როგორც მაცნობეს, ბატონი დავით კირკიტაძე გათავისუფლდა, მან აღიარა ბრალი და ბოდიში მოიხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, გარეთ რომ გაბრძანდებით - იქნებ დააფიქსიროთ და დაადასტუროთ უერთდებით თუ არა ამ ბოდიშს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ბოდიში ბევრჯერ გექნებათ მოსახდელი, თუ ამას ცოტა მაინც ინამუსებთ“-  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.