გიორგი შენგელია: მაქსიმალურად ახლოს ვიქნები მოსახლეობასთან

გიორგი შენგელია: მაქსიმალურად ახლოს ვიქნები მოსახლეობასთან

"მაქსიმალურად ახლოს ვიქნებით მოსახლეობასთან, რომ მოკლე ვადებში მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება", - ეს განცხადება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ კოლხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯვაროს უბანში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ადგილობრივებთან საუბრისას ყურადღება იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და კერძოდ, საჯვაროს უბანში მიმდინარეობს.

"საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შევხვდით საჯვაროს უბნის მოსახლეობას. ადგილობრივებს ძირითადად საგზაო ინფრასტუქტურა, სანიაღვრე არხები და საბავშვო  მოედნების პრობლემა აწუხებთ. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები და განსაზღვრულია ვადები ამ სამუშაოების შესასრულებლად. ჩვენ  მაქსიმალურად ახლოს ვიქნები მოსახლეობასთან, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს მათი პრობლემების მოგვარება", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სავნეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური და დეპუტატები ესწრებოდნენ.