ნიკა გვარამია: მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს საქართველოში

ნიკა გვარამია: მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს საქართველოში

მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ წიწაკის გადაჭარბებული დოზა მიიღო, ახალ დასკვნამდე მივიდა - არ მაქვს სალომე ზურაბიშვილის საქართველოში ცხოვრების სურვილი, ტააში მინდაო, საქართველო რუსეთის პროვინცია იქნება და მირჩევნია, სხვაგან ავაშენო ჩემი და ჩემი შვილების მომავალიო. აი, პატრიოტიზმი... აი, მამულის სიყვარული... აი, სამშობლოს მსახურება, წავა ახლა სადღაც, დაიწყებს მომავლის მშენებლობას და ჩვენ კიდევ დავრჩებით უმომავლოდ:

"გვითხრან, რომ გაყიდული აქვთ არჩევნები და დავოკდებით. მე წავალ ბედნიერად ამ ქვეყნიდან, რადგან არ მაქვს სალომე ზურაბიშვილის საქართველოში ცხოვრების სურვილი, რადგან რუსეთის პროვინცია იქნება საქართველო. სალომე ზურაბიშვილი თუ წააგებს, დაველოდები ნებისმიერს. არ გესმით, რას ნიშნავს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა. ხომ არ ვიძახი, კახი კალაძე რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, წავიდოდი ქვეყნიდან, თუმცა მთელი გულით არ დავუჭერდი მას მხარს, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ ეს არის ქვეყნის დასასრული. ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობაზეც არ ვიტყოდი, რომ ეს არის ქვეყნის დასასრული და მეორედ მოსვლა. ახლა უკვე ვიტყოდი, რადგან პრორუსული გავლენები გამოიკვეთა. ეკა ბესელია რომ გამხდარიყო პრეზიდენტი, გგონიათ, ვიტყოდი, რომ თავს მოვიკლავ? არ გავჩერდები აქ. საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომლის წიგნიც წარდგენილი იქნება საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფრთხე. მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს საქართველოში, თუ იქნება ის პრეზიდენტი".

ნიკოლოზმა მშვენივრად იცის, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში (და ეს ასეც იქნება) მიხეილ ამსტერდამელი "რუსთავი 2"-ის "ნაჩალნიკად" აღარ გააჩერებს და არჩევნების შემდეგ ყველა მკვდარ კატას მას ჩამოჰკიდებს. ამიტომ თავისებურად ვაჭრობს ტიპი, ე.წ. ალიბს იკეთებს, ვითომ სალომეს გამო წავა საქართველოდან და სხვაგან ააშენებს მომავალს. არადა, ვირი გინდა ღობის იქით დააბი, გინდა - ღობის აქეთ, მაინც ვირია, მაგის აშენებულ მომავალს დააფსას კობა ხაბაზმა.

გიორგი ხმალაძე