ლალი მოროშკინა: მე თუ წამოვედი სოფლად, თქვენ რა დაგემართათ?

ლალი მოროშკინა: მე თუ წამოვედი სოფლად, თქვენ რა დაგემართათ?

ჩვენი ქადაგად დაცემული საზოგადოება ძალიან წუხს, საქართველო უცხოელებმა დაიპყრესო - ჩინელებმა, არაბებმა, ინდოელებმა და ასე შემდეგ. ამ მხრივ ძირითადი, ასე ვთქვათ, დაწოლა მოდის რეგიონებზე. მაგალითად, კახეთის სავარგულებს "შესანიშნავად" ითვისებენ ინდოელი მიწათმოქმედები, ისინი 24 საათი მუშაობენ, მუშაობენ და მუშაობენ. მიტოვებული ადგილი ვერ იტანს უპატრონობას, შეიძლება ერთი ხანობა აბალახდეს, ნაგავსაყრელად იქცეს, ნარ-ეკალი მოედოს, მაგრამ ბოლოს მაინც გამოუჩნდება გულშემატკივარი.

ჩვენ, გულშეწუხებული ქართველები რას ვაკეთებთ ამ დროს? ვსხედვართ ვირტუალურ სამყაროში და ვანთხევთ ბოღმას, სულ ვწუწუნებთ, რომ უნდა მოგვხედოს ერთმა კაცმა - ბიძინა ივანიშვილმა!

ჩვენ, გაზარმაცებული ქართველები, სოფლებში საკუთარ სახლებს ბოქლომები რომ დავადეთ, ეს ბოქლომებიც დაჟანგდა და გასაღებიც რომელი ტილოს ქვეშ ამოვდეთ, ვეღარ ვიხსენებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ? ალბათ, სწორედ ისე, როგორც მოიქცა თბილისში კარაქიანი პურით და ხიზილალით გაზრდილი ლალი მოროშკინა. თუ მისი საქციელი ბევრისთვის იქნება სამაგალითო, მაშინ სიღნაღსაც ეშველება, სენაკსაც და მახინჯაურსაც.

აი, რას წერს ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე:

სანამ თქვენ სრუიად "ფბ" სივრცე ერთ დიდ ნეკროლოგად აქციეთ, გოდებთ და ვიშვიშებთ, საქართველოს ღიმილით და ფულით იპყრობენ უცხოელები!
როდესაც სიღნაღში გადმოვსახლდი, ძალიან გამიჭირდა დამხმარე ადამიანების მოძებნა სასტუმროს გასამართად...
იცლება აქაურობა, სამაგიეროდ მრავლად არიან უცხოელები!
დღეს ჩემთან არგეენტინელი სტუმრები არიან, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს სიღნაღში გადმოსახლების.
რა თქმა უნდა, ასიმილაცია და ინტეგრირება ზოგადად არაა ცუდი, მაგრამ ჩვენნაირი ზარმაცი ერისთვის დამღუპველია.
მე თუ წამოვედი სოფლად, მე თუ დავრბივარ მთელი დღეს ფოდნოსებით და საღამოს 10 საათზე უკვე გათიშულს მეძინება, თქვენ რა დაგემართათ?
სულ წუწუნი, სულ გოდება... ამ დროს კი უცხოელები გიჟდებიან ჩვენს ლამაზ ქვეყანაზე და ოჯახებით სახლდებიან...
აწყდით კომპს, ჩადით თქვენს სოფლებში და გაანძრიეთ ხელი!

P.S. და მერე რა, რომ მანიკური აღარ მაქვს?..