ზაზა სარალიძე: მე პრეზიდენტს ვუთხარი დეტალები, რომელიც იყო დამალული

ზაზა სარალიძე: მე პრეზიდენტს ვუთხარი დეტალები, რომელიც იყო დამალული

ზაზა სარალიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტს იმ დეტალებზე ესაუბრა, რომელიც დამალული იყო.

“არ ვიცი როგორ შეუძლია დაგვეხმაროს, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მე პრეზიდენტს ვუთხარი და გავუზიარე დეტალები, რომელიც იყო დამალული. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ჩემი შვილის მკვლელები დაისაჯონ. ვერ გეტყვით რა ბერკეტები აქვს და რას გამოიყენებს. ყველანაირად ეცდება, მე არ დამრჩეს იმის შეგრძნება, რომ ვინმე არ დაისაჯა. სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ მივიღოთ ის მოცემულობა, რომელიც ჭეშმარიტებას შეესაბამება“.