გიორგი გახარია: მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები ადამიანებს!

გიორგი გახარია: მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები ადამიანებს!

"მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები ადამიანებს"! - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბოლნისში ყოფნისას განაცხადა:

"ეს არის პრივილეგირებული ბიზნესმენის ჭორაობა პარლამენტის ტრიბუნიდან, ეს არის მისი მხრიდან იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა".

შეგახსენებთ, დღეს, 4 მარტს პარლამენტში მისულმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. მას არ დაუკონკრეტებია, რა ეწერა წერილში.