"მემარცხენე ალიანსის" განცხადება

"მემარცხენე ალიანსის" განცხადება

"მემარცხენე ალიანსი" დღიდან დაარსებისა, განსხვავდება საქართველოში მოღვაწე სხვა პოლიტიკური პარტიებისგან და პოლიტიკოსებისგან. ერთ-ერთი სხვაობა ისიცაა, რომ ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სხვა სახის შეცდომებზე (საქმე არ ეხება სისხლის სამართლის დანაშაულებებს, სადაც ჩვენი ლიდერები ყველაზე უკომპრომისოები არიან) ჩვენი პარტიის ლიდერები ყოველგვარი "ნიშნის მოგებისა" და "ჩასაფრების" გარეშე აძლევენ საქმიან და კონსტრუქციულ წინადადებებს და ეხმარებიან მათ საკითხის მკვდარი წერტილიდან დაძვრაში.

ამჯერად გვინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ხელისუფლების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება ქვეყნის პრპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასა და მიღებულ ხმათა ბარიერის სრულად გაუქმებაზე (ნულოვანი ბარიერი).

გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ჩვენი პარტიის ლიდერებმა ამ საკითხის ლობირება ჯერ კიდევ წინა, დამნაშავე ხელისუფლების დროს დაიწყეს, ვაწყობდით აქცია-მანიფესტაციებს ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო კულიმინაციამ მიაღწია, როდესაც პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩვენ პარტიის ლიდერებმა, საქართველოს პრეზიდენტმა, სხვა პარტიების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უცხოურმა დიპლომატიურმა კორპუსმა, ტელევიზიებისა და მასმედიის თანდასწრებით ამ საკითხზე შემდგარ მემორანდუმს მოვაწერეთ ერთად ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ამ საკითხების კონსტიტუციურ დებულებებად გადაქცევა კატასტროფულად არ აწყობდა, ისინი მაინც დაყვნენ საზოგგადოებრივ ზეწოლას და ეს მათ ნეგატიური მხრიდან ნამდვილად არ წარმოაჩენს.