"მემარცხენე ალიანსის" საგანგებო განცხადება

"მემარცხენე ალიანსის" საგანგებო განცხადება

პოლიტიკური პარტია "მემარცხენე ალიანსის" მოწოდება საზოგადოებასა და რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს:

იმ შემთხვევაში თუ შსს მინისტრი გიორგი გახარია გამოძიების გარეშე თავს დამნაშავედ სცნობს და დაკავებული თანმდებობიდან გადადგება, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა გაიზიაროს მთელმა პოლიტიკურმა გუნდამ და ჩანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუ ამ პრინციპით განვითარდება პოლიტიკური მოვლენები, მაშინ მივიღებთ ისევ ორპარტიულ პარლამენტს, სადაც უმრავლესობას დიდი ალბათობით "ნაცები" მიიღებენ. ხოლო თუ არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში, უბარიერო საარჩევნო წესით ჩატარდება, მაშინ ერთ წელიწადში გვეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი, გთხოვთ თქვენ თავს ჰკითხოთ: თქვენ მხარს უჭერთ: საქართველოს თუ "ნაცების"?, ვისთვის იბრძვით: ქვეყნის განვითარებისთვის თუ სააკაშვილის გაპრავებისთვის? მოგიწოდებთ არ აყვეთ "ნაცების" პროვოკატორ ლიდერებს და გამოიჩინოთ მეტი პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა.