პაატა ჯიბლაძე: მთავრობის გასაგონად მინდა ვთქვა!!!

პაატა ჯიბლაძე: მთავრობის გასაგონად მინდა ვთქვა!!!

"მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე თბილისის "საბურთალოსა" და ერევნის "არარატს" შორის გამართულ მატჩს ეხმაურება, რომელიც ქართველთა საეჭვო დამარცხებით დასრულდა. მიუხედავად ერევანში მოგებისა (2:0), "საბურთალო" მაინც გამოეთიშა ევროპალიგის საკვალიფიკაციო ტურნირს.

თამაში რომ გაიყიდა, ამის თაობაზე ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ უკრაინული გამოცემა SPORTALL.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბურთალოსმატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლებოდა.

პაატა ჯიბლაძე: "ალბათ დროა, ის უზარმაზარი თანხა - 250 მილიონი, რომელიც ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის გამოყავით, გადამისამართდეს ბავშვთა სპორტში შემდეგი მიმართულებით: თბილისში,თვითმმართველ ქალაქებსა და რეგიონალურ ცენტრებში, ასევე მსხვილ ქალაქებში დაიწყოს მრავალფუნქციური, კომპლექსური სპორტული ბაზების მშენებლობა, სადაც ერთად იქნება თავმოყრილი ბავშვთა საფეხბურთო სკოლა მოედნებით, მძლეოსნობის დახურული სპორტული დარბაზი, სადაც ასევე იფუნქციონირებ ფიტნესისა და მაგალითად, კალათბურთის, ძალოსნობის, ჭიდაობისა თუ სხვა სახეობების ბავშვთა და მოზარდთა სპორტული ჯგუფები და 1 სტანდარტული, 50-მეტრიანი დახურული ტიპის საცურაო აუზი! მე მგონი, მოვიდა დრო, გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სპორტულ მიღწევებზე ვიფიქროთ და არა ამ თანხების განმკარგავ ქართულ ფეხბურთის "მზრუნველ მამებზე"!

წერტილი დაუსვით კორუფციასა და აღებ-მიცემობას ქართულ სპორტში"!